აუ არ ვიცი როგორ აღვწერო რა ამ პროგით 5 წლის ბიძაშვილს 1 კვირაში ვასწავლე ქართულად კითხვა ეხლა წერასაც ვამუგამებინებ ძაან მაგარი რამეა ყველას გირჩევთ გადაწერას
ეს კი ქართული ანბანის ისტორია ქართული ანბანი ქართული ანბანი სავარაუდოდ ჩვ.წ.მდე III ს-ში შეიქმნა საქართველოს მეფის, ფარნავაზ I -ის მიერ. თავდაპირველად ქართულ ანბანში (ასომთავრულსა და ნუსხურში) 38 ასო იყო, თანამედროვე მხედრულიდან კი ამოღებლია 5 ასო: ჱ, ჲ, ჳ, ჴ და ჵ, რომლებიც დღევანდელ ქართულში აღარ გამოიყენება. (მეგრულ ენაში ჯერ კიდევ გამოიყენება ასო ბგერა "ჲ"). დღეს ქართულში 33 ასოა, რომელთაგან 28 თანხმოვანია, 5 ხმოვანი. დღევანდელ ქართულ ანბანში არ არის დიდი და პატარა ასოები, თუმცა ნუსხურში იყენებდნენ მთავრულ ასოებს. მათ ახალი აბზაცის თავში წერდნენ და ცდილობდნენ ყველაზე ლამაზი გამოსვლოდათ.
ქართული დამწერლობის სახეები ქართული დამწელობა შედგება სამი, ისტორიულად თავისებური და ფრიად განსხვავებული სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, მთავრული), ხუცური (ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. ქართული დამწერლობის ტიპიზაცია იყენებს სამი ქართული დამწერლობის ცნებას. • ასომთავრული - უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის. ხელნაწერები მოიპოვება მე-8-ე საუკუნიდან და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთად-ერთი ქართული დამწერლობა იყო. მე-11-ე საუკუნემდე გვხვდება ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ასომთავრულითაა შესრულებული; შემდგომი პერიოდის ხელნაწერებში იგი უპირატესად „მთავრული, Capital“ ასოებად გამოიყენებოდა. ითვლება, რომ თავიდან ასომთავრული ვითარდებოდა ბერძნულისა (ახალი აღთქმა) და არამეულის (ძველი აღთქმა) ზეგავლენით უპირატესად როგორც ქრისტიანული სარწმუნოების დამწერლობა - ტიპობრივად იგი უახლოვდება იმავე პერიოდში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ სხვა დამწერლობებს - სომხურს, კოპტურს და სხვ. • ხუცური - მაგალითები აღმოჩენილია მე-9-ე საუკუნიდან. მე-11-ე საუკუნემდე იგი უპირატესად „სასტრიქონო, Lowercase“ გამოიყენებოდა მთავრულთან ერთად. მე-12-ე საუკუნიდან არსებობს ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ხუცურითაა შესრულებული. ფართოდ გამოიყენებოდა მე-18-ე საუკუნის ჩათვლით. ითვლება, რომ ხუცური განვითარდა ბერძნული „სასრიქონო“ დამწერლობის გავლენით (მისი სახეობა და არა ფორმა). • მხედრული - მაგალითები არსებობს მე-11-ე საუკუნიდან და ითვლება, რომ იგი განვითარდა ხუცურიდან არაბული დამწერლობის სტილისა და კალიგრაფიის ძლიერი ზეგავლენით. მხედრულისათვის 1728 წელს ნიკოლოზ თბილელმა შექმნა „მხედრულის მთავრული, Capital“ ასოები.
ასომთავრული
 მხედრული 
ხუცური
|